უდავოა, რომ თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც აღმოაჩენს სტადიონს, რომელსაც ერთბაშად ორი ევროპული გრანდი ფლობს. ასეთი უნიკალური არენა მხოლოდ მილანში მდებარეობს, რომლის გაზონზეც ამ ქალაქის ორი დიდი კლუბი - მილანი და ინტერი რიგრიგობით გამოდის. ეს უნიკალური სტადიონი სან-სირო გახლავთ, იგივე ჯუზეპე მეაცა, როგორც მას ახლახანს უწოდეს.
"ინტერის" ტრიუმფი გახსნით მატჩში
"როსონერისა" და "ნეროაძურის" ტაძარზე გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ ?სან-სირო? ფეხბურთის იტალიელი ქომაგისათვის ისეთივე სიმბოლოა, როგორც ამავე ქალაქის გრანდიოზული ოპერა "ლა სკალა" ან კიდევ მილანის საქვეყნოდ ცნობილი კათოლიკური კათედრალი.
"სან-სირო", რომელსაც კომფორტული იარუსები და სამსართულიანი ტრიბუნები ციხესიმაგრის იერს სძენს, მილანის დასავლეთით მდებარეობს. სტადიონი, რომელმაც ორჯერ უმასპინძლა მსოფლიო საფეხბურთო პირველობებს - 1934 და 1990 წლებში, საკუთარ ტრიბუნებზე 85 700 ადამიანს იტევს.
თავდაპირველად ჯუზეპე მეაცა - ეს სახელწოდება სან-სიროს 1980 წელს უწოდეს 20-40-იანი წლების მილანისა და ინტერის ვარსკვლავის, შემდგომში კი შავ-ლურჯების მწვრთნელის, ჯუზეპე მეაცას პატივსაცემად, რომელიც 1979 წელს გარდაიცვალა - წმინდა ბრიტანულ სტილში აიგო. სტადიონზე განლაგებული იყო ოთხი ერთმანეთისაგან დაშორებული ტრიბუნა, რომელიც მხოლოდ 35 000 ადამიანზე იყო გათვლილი.
გახსნითი მატჩი იტალიელების სათაყვანებელ არენაზე 1926 წლის 19 სექტემბერს გაიმართა. გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ ეს იყო წმინდა კლასიკური მილანური დერბი. ინტერის გულშემატკივარი დღემდე ამაყია იმით, რომ ამ დაუვიწყარ მატჩში მილანთნ გამარჯვება სწორედ მათ საყვარელ გუნდს დარჩა. მით უმეტეს, რომ დაუვიწყარია შეხვედრის ანგარიშიც - დერბი ნეროაძურიმ 6:3 მოიგო.
ჯუზეპე მეაცა - ხიდი ინტერსა და მილანს შორის

და მაინც, პირველი სერიოზული ნათლობა ?სან-სიროს? შვიდი წლის მერე ჰქონდა, როცა მილანურმა არენამ 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლა. ამ სტადიონზე ერთბაშად სამი დიდებული მატჩი გაიმართა. პირველი იყო მატჩი შვეიცარიასა და ჰოლანდიას შორის (3:2), შემდეგ მეოთხედფინალური დაპირისპირება გერმანიასა და შვედეთს შორის (2:1), რომელიც თავის დრამატიზმითა და სანახაობრივი თვალსაზრისით, ოქროს ასოებოთ ჩაიწერა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. ნახევარფინალურმა შეხვედრამ კი, იტალიასა და ავსტრიას შორის, საბოლოოდ შეაყვარა ?სან-სირო? იტალიელ ქომაგს. იტალიელებმა ენრიკო გუაიტას გოლის წყალობით შეძლეს ავსტრიელების დამარცხება. მოგვიანებით კი ფინალში ჩეხოსლოვაკიასაც სძლიეს. ყოველივე ამის შემდეგ ?სან-სირო? აპენინელებისთვის დიადი გამარჯვების სიმბოლოდ იქცა.
თითქმის ათწლეულების მანძილზე არსებულ დაპირისპირებას მილანურ გუნდებს შორის, ფაქტობრივად, ვერც ერთი მათგანის პრეზიდენტი თუ უბრალო მოთამაშე ვერ აგვარებდა. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც საბოლოოდ შეძლო გაედო ხიდი ამ ორ კლუბს შორის, ჯუზეპე მეაცა აღმოჩნდა.
1938 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე, მას შემდეგ, რაც თავისი კარიერის დიდი ნაწილი ?ინტერში? გაატარა, მეაცამ ?მილანის? მაისური მოირგო და, ყველას გასაოცრად, მის ამ გაბედულ ნაბიჯს არცერთი საყვედური არ მოჰყოლია.
მისი სიკვდილის შემდეგ კი მილანური კლუბები ერთხმად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ?სან-სიროსთვის? სახელი გადაერქმიათ და ამ დიდებული თავდამსხმელის პატივსაცემად მისთვის "ჯუზეპე მეაცა" ეწოდებინათ.
მილანური არენა ახალ სახელს ოფიციალურად 1980 წლის 3 მარტიდან ატარებს. თუმცა, გულშემატკივართა უმრავლესობისთვის ?სან-სირო? დღემდე მაინც სან-სიროდ რჩება.
გერმანელთა ტრიუმფი სან-სიროზე
საგულისხმოა, რომ მილანური სტადიონი მშობლიური გახდა არა მხოლოდ მილანელი და იტალიელი ტიფოზებისთვის, არამედ გერმანელი გულშემტკივრისთვისაც.
1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც იტალია მასპინძლობდა, გერმანიის ნაკრებისთვის ტრიუმფალური გამოდგა. ბუნდესნაკრებმა, რომელშიც ერთბაშად ინტერის სამი ფეხბურთელი გამოდიოდა - ანდრეას ბრემე, ლოთარ მათეუსი და იურგენ კლინსმანი - სან-სიროზე ხუთი მატჩი გამართა და ოთხ მათგანში გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ერთი თამაში ფრედ დაამთავრა.
თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატი მოგეხსენებათ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, ასე რომ, ჯერჯერობით უცნობია კიდევ როდის უმასპინძლებს ეს გრანდიოზული არენა მსოფლიო დონის ტურნირებს.
მაგრამ ფაქტი ერთია - ყველაზე მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი სან-სიროსთვის მაინც მილანური დერბია. ნეროაძურის ტიფოზებისთვის დაუვიწყარია 2001 წლის 21 მაისი. ამ დღეს ინტერმა მარკო ტარდელის ხელმძღვანელობით სამარცხვინო მარცხი იწვნია მილანისაგან 0:6 (შევჩენკოსა და კომანდინის ორ-ორი გოლისა და ჯუნტისა და სერჟინიოს თითო გოლის წყალობით).

ყველაზე დიდი ანგარიშით საშინაო გამარჯვება: 1950/51 პალერმოსთან 9-0
ყველაზე დიდი ანგარიშით საშინაო მარცხი: 1996/97 იუვესთან 1-6
ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება სტუმრად: 1954/55 ჯენოასთან 8-0
ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი სტუმრად: 1935/36 ალესანდრიასთან 1-6
სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი: 35 ბურთი, გუნარ ნორდალი 1949/50
ყველაზე მეტი გატანილი ბურთი სეზონში: 118 1949/50 (20 გუნდი) 84 1958/59 (18 გუნდი)
ყველაზე ნაკლები გაშვებული ბურთი სეზონში: 12 1968/69 (16 გუნდი)
15 1993/94 (18 გუნდი)
ყველაზე ნაკლები გატანილი ბურთი სეზონში: 21 1981/82 (16 გუნდი)
36 1966/67 1993/94 (18 გუნდი)
ყველაზე მეტი გაშვებული ბურთი სეზონში: 62 1932/33 (18 გუნდი)
წყარო: http://www.acmilan.ge